კამალა ჰარისი
კამალა ჰარისი | |
აშშ-ის 49-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 იანვარი, 2021 |
პრეზიდენტი | ჯო ბაიდენი |
წინამორბედი | მაიკ პენსი |
სენატის წევრი კალიფორნიიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 2017 – დღემდე | |
წინამორბედი | ბარბარა ბოკსერი |
კალიფორნიის გენერალური პროკურორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 2011 – 3 იანვარი, 2017 | |
წინამორბედი | ჯერი ბრაუნი |
მემკვიდრე | ხავიერ ბესერა |
დაბადებული | 20 ოქტომბერი, 1964 ოკლენდი, კალიფორნია, აშშ |
პოლიტიკური პარტია | აშშ-ის დემოკრატიული პარტია |
მამა | დონალდ ჰარისი |
დედა | შამალა გოპალანი |
მეუღლე | დუგლას ემჰოფი |
განათლება | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
რელიგია | ბაპტიზმი |
ხელმოწერა |
კამალა დევი ჰარისი (ინგლ. Kamala Devi Harris; დ. 20 ოქტომბერი, 1964, ოკლენდი, კალიფორნია) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის წევრი. აშშ-ის სენატორი კალიფორნიიდან (2017 წლიდან). აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2020 წლის არჩევნებზე. კალიფორნიის გენერალური პროკურორი 2011-2017 წლებში. 2021 წლის 20 იანვარს დაიკავა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. იგი არის პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.
2024 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ, კამალა ჰარისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გაუსვა, რომ „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამალა ჰარისი იმიგრანტების შვილია (მისი სახელი სანსკრიტის ენაზე „ლოტოსის ყვავილს“ ნიშნავს). დედა — შამალა გოპალანი წარმოშობით ინდოელია. მამა — დონალდ ჰარისი ეკონომიკის პროფესორია, წარმოშობით იამაიკიდან. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც კამალა ხუთი წლის იყო[2]. კამალას უმცროსი და მაია ჰარისი, იურისტი, ჰილარი კლინტონის გუნდის წევრი იყო, მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კამალა არასწრულწლოვანი იყო დედამისი, შამალა გოპალან-ჰარისი ასწავლიდა მაკგილის უნივერსიტეტში და თავის დასთან ერთად ცხოვრობდა დედასთან მონრეალში[3].
კამალა ჰარისმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, შემდეგ კი მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტის ჰასტინგსის კოლეჯში და მუშაობდა ალამიდის ოლქის პროკურორის თანაშემწედ[4].
პროფესიონალური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წელს აირჩიეს სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურორად და ეს თანამდებობა ეკავა 2004-2011 წლებში. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მაშინ, როდესაც მან უარი თქვა დევიდ ჰილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნაზე, რომელიც ბრალდებული იყო პოლიციელ ისააკ ესპინოზას მკვლელობაში. კალიფორნიის სენატორებმა ბარბარა ბოქსერმა და დაიან ფეინშტაინმა და შემდეგ გენერალურმა პროკურორმა ბილ ლოკერმა დაგმო მისი გადაწყვეტილება, ხოლო ოკლენდის მერმა ჯერი ბრაუნმა დაიწყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება, მაგრამ დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.
2010 წელს აირჩიეს კალიფორნიის გერნერალურ პროკურორად და 2011 წელს შეუდგა მოვალეობის შესრულებას. გახდა პირველი აფრო-ამერიკელი და აზიური წარმოშობის ადამიანი და მეორე ქალი ამ თანამდებობაზე. 2014 წელს აირჩიეს მეორე ვადით[5].
2017 წლიდან აშშ-ის სენატის წევრია კალიფორნიის შტატიდან[6].
2019 წლის 21 იანვარს გამოაცხადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ[7]. 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის არჩევნების ოფიციალურ დაწყებამდე სამი თვით ადრე, კამალა ჰარისის რეიტინგი იყო 3 %[8]. 2020 წლის 8 მარტს ჰარისმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებდა მისი კამპანიის დასრულების შესახებ და მოუწოდა თავის მომხრეებს, მხარი დაუჭირონ ჯო ბაიდენის კანდიდატურას[9].
2020 წლის 11 აგვისტოს გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ძირითადი პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ამერიკის შეერთებულ შტატებში[10].
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჰარისი დაიკავებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2021 წლის 20 იანვარს[11]. იგი იქნება პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე და მეორე ფერადკანიანი ჩარლზ კურტისის შემდეგ[12].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kamala Harris დაარქივებული 2017-04-30 საიტზე Wayback Machine. official U.S. Senate website
- Campaign website
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს საქართველოში - კამალა ჰარისი
- ↑ Michael Finnegan. (2015-09-30) How race helped shape the politics of Senate candidate Kamala Harris. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2016-11-11.
- ↑ Kamala Harris: Who is Biden's running mate in 2020 US election?. BBC News (2020-08-12). ციტირების თარიღი: 2020-08-12.
- ↑ Donna Owens. (2016-11-08) Meet Kamala Harris, the Second Black Woman Elected to the U.S. Senate. NBC News. ციტირების თარიღი: 2016-11-11.
- ↑ Kamala D. Harris. National Association of Attorneys General (NAAG). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-12. ციტირების თარიღი: 2016-11-11.
- ↑ Phil Willon. (2016-11-08) Kamala Harris breaks a color barrier with her U.S. Senate win. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2016-11-11.
- ↑ Li Zhou. (2019-01-21) Kamala Harris announces her historic 2020 presidential campaign. Vox. ციტირების თარიღი: 2019-01-21.
- ↑ Lauren Gambino. (2019-11-01) ‘Don't count her out’: can Kamala Harris salvage a languishing 2020 bid?. The Guardian. ციტირების თარიღი: 2019-11-01.
- ↑ Richard Luscombe. (2020-03-08) Kamala Harris endorses Joe Biden for president ahead of key contests. The Guardian. ციტირების თარიღი: 2020-03-09.
- ↑ Kathleen Ronayne and Will Weissert. (2020-08-12) Biden picks Kamala Harris as running mate, first Black woman. AP. ციტირების თარიღი: 2020-08-12.
- ↑ Tensley, Brandon; Wright, Jasmine. Harris bursts through another barrier, becoming the first female, first Black and first South Asian vice president-elect. CNN (November 7, 2020). ციტირების თარიღი: November 8, 2020
- ↑ Solender, Andrew (August 12, 2020). „Here Are The ‘Firsts’ Kamala Harris Represents With VP Candidacy“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 2, 2020. ციტირების თარიღი: November 8, 2020. ციტატა: „Harris would not be the first person of color to serve as vice president. That honor belongs to Charles Curtis, President Herbert Hoover’s No. 2.“